წულუკიანი, კირცხალია, სამხარაძე და სხვები - უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ფრაქცია "საქართველოსთვის" ინიციატივას
აქციებთან დაკავშირებით შემზღუდავი ნორმების გაუქმების შესახებ გახარიას პარტიის კანონპროექტს მხარი უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მათ შორის, გარდა ფრაქცია „საქართველოსთვის“ შემადგენლობაში მყოფი 12 დეპუტატისა, არიან: ქართული ოცნებიდან: თორნიკე ბერეკაშვილ, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია, სამველ მანუკიანი, ანტონ ობოლაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, თეა წულუკიანი, გივი ჭიჭინაძე და გიორგი ჭყონია. ხალხის ძალიდან- გურამ მაჭარაშვილი და ეკა სეფაშვილი.
კენჭისყრის წინ სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს მიმართა, გაეთვალისწინებინათ, რომ კენჭისყრაზე შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით ფრაქცია “საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი პროექტი დგებოდა.
კენჭისყრის შედეგით 28 - მომხრე, 16 - წინააღმდეგი, საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა.