FT: უკრაინული დრონების საფრთხის გამო პუტინი იძულებული გახდა, სოჭის მნიშვნელოვანი სამიტი მოსკოვში გადაეტანა
უკრაინული დრონების საფრთხის გამო პუტინი იძულებული გახდა სოჭის მნიშვნელოვანი სამიტი მოსკოვში გადაეტანა. Financial Times-ის ცნობით, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, უკრაინული დრონების ხშირი თავდასხმების ფონზე, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა „ვალდაის“ დისკუსიების კლუბის ყოველწლიური კონფერენცია სოჭიდან მოსკოვში გადაიტანა. მათივე ცნობით, თავდაპირველად სოჭში დაგეგმილ ღონისძიებაზე 120-მდე მონაწილე იყო მიწვეული, თუმცა გასულ თვეს ორგანიზატორებმა მათ ჩატარების ადგილის შეცვლის შესახებ აცნობეს მას შემდეგ, რაც პუტინის უსაფრთხოების სამსახურმა ლოკაციის შეცვლა მოითხოვა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალები რეგულარულად ესხმიან თავს ობიექტებს სოჭსა და რუსეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სხვა ადგილებში. მათ შორის იყო 9 სექტემბერს უპილოტო საზღვაო დრონებით განხორციელებული თავდასხმა სოჭის სანაპიროზე