ლინდსი გრემის კანონპროექტმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ "ჯოჯოხეთური სანქციების" დაწესებას ითვალისწინებს, კონგრესში პროცედურული კენჭისყრა წარმატებით გაიარა
სენატორ ლინდსი გრემის ავტორობით მომზადებულმა კანონპროექტმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ "ჯოჯოხეთური სანქციების" დაწესებას ითვალისწინებს, აშშ-ის კონგრესში პროცედურული კენჭისყრა წარმატებით გაიარა | ინიციატივას მხარი 212-მა რესპუბლიკელმა და 2-მა დემოკრატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 209 დემოკრატი და 2 რესპუბლიკელი წავიდა.
დოკუმენტზე საბოლოო კენჭისყრა დღეს [თბილისის 23:45 სთ] შედგება. წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის გასასვლელად უბრალო უმრავლესობის, ანუ 218 კონგრესმენის მხარდაჭერაა
აუცილებელი.
გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. თავად რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ივლისში, 71 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.