პოლიტიკა ციტატა

კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა | სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი ბორაშვილი

16 სექტემბერი, 2026 - 12:01
"განვლილი წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა მემუშავა სუს-ის სხვადასხვა პოზიციაზე და კარგად ვიცი ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამ გამოცდილებაში ერთი რამ განსაკუთრებით ნათლად დავინახე- უსაფრთხოება არ არის ერთხელ მიღწეული მოცემულობა, მას დაცვა სჭირდება, მუდმივი შრომა, სიფხიზლე, ძლიერი ინსტიტუციები და ადამიანები, რომლებიც საკუთარ მოვალეობას უდიდესი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით ასრულებენ" - განაცხადა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა თამაზ ბორაშვილმა, რომელსაც დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე უსმენენ.
 
ბორაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, კომიტეტის სხდომა დაიხურა და კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა. ბორაშვილს კენჭისყრაზე სუს-ის უფროსად დღესვე დაამტკიცებენ. კანონის თანახმად, პარლამენტი სუს-ის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.