საზოგადოება

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება | კალაძე

16 სექტემბერი, 2026 - 12:03
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება | ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ გლდანის რაიონში 1657 კვ/მ მიწის ნაკვეთი გადაეცემა.
 
 "ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსურ სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციის და განვითარების შესაძლებლობას" | განაცხადა კალაძემ.
 
შეგახსენებთ, დიუშენის პაციენტებისთვის მედიკამენტის შემოტანას მხოლოდ ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დათანხმდა. 31 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს. 4 სექტემბერს კი ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტი მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნებოდა.