ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპის ბაზართან, რასაც ჩვენ შუა დერეფანს ვუწოდებთ | ევროკომისიის პრეზიდენტი
"დღეს შემიძლია, გამოვაცხადო ახალი საერთაშორისო დაკავშირებადობის პროექტი. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპის ბაზართან, რასაც ჩვენ შუა დერეფანს ვუწოდებთ. Global Gateway-ს (ევროკავშირის საერთაშორისო საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული ინიციატივა) მეშვეობით ჩვენ ვისწრაფვით თორმეტ მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციების მოზიდვისკენ. ჩვენი მიზანია მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და ტვირთების ტრანზიტის დროის შემცირება 2030 წლისთვის. ამის რეალობად ქცევისთვის ჩვენ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად რეგიონული კავშირის სამიტს მოვაწყობთ“, [პირველი არხი] - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.