უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს - ინფორმაცია უკრაინული Telegram არხები ავრცელებენ და წერენ, რომ სამრეწველო ზონაში მასშტაბური ხანძარია. მათივე ცნობით, საწარმო წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს და რუსეთის უდიდეს ხუთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორის შედის.