აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ლინდსი გრემის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ "ჯოჯოხეთური სანქციების" დაწესებას ითვალისწინებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ლინდსი გრემის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ "ჯოჯოხეთური სანქციების" დაწესებას ითვალისწინებს - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს და წერს, რომ წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური სანქციების კანონპროექტი, რომელსაც განსვენებული სენატორი ლინდსი გრემი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს. მათივე ცნობით, კონგრესში ერთწლიანზე მეტი ხნის მანიპულაციების შემდეგ, დოკუმენტი თეთრ სახლში გაიგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოსაწერად. გამოცემა წერს, რომ 262 ხმით 159-ის წინააღმდეგ ჩატარებულმა კენჭისყრამ დაასრულა თითქმის ორწლიანი პაუზა კონგრესის მიერ უკრაინის დახმარების კუთხით, რომელსაც 2024 წლის საგანგებო დახმარების პაკეტის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად არცერთი მსხვილი ინიციატივა არ მიუღია.
გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. თავად რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ივლისში, 71 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.