საზოგადოება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმდა

31 აგვისტო, 2026 - 17:08
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმდა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო და საქმე განსახილველად პირველ ინსტანციაში, საქალაქო სასამართლოში დააბრუნა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
 
 "თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ | თქვა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა მოკრივემ, გიორგი კირვალიძემ სასამართლო დარბაზში, 24 ივნისს, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ.
 
კირვალიძეს საქალაქომ 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა. 19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.