უცხოეთი ციტატა

ჩვენ ვაპირებთ თქვენი საომარი მანქანის ჩახშობას. მივმართავ ჩინეთსა და ინდოეთს - სჯობს, სხვაგან შეიძინოთ ნავთობი და გაზი | სებატორ რიჩარდ ბლუმენტალი

17 სექტემბერი, 2026 - 12:58

ჩვენ ვაპირებთ თქვენი საომარი მანქანის ჩახშობას. მივმართავ ჩინეთს და ინდოეთს - სჯობს, სხვაგან შეიძინოთ ნავთობი და გაზი | მიმართა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის თანაავტორმა სებატორ რიჩარდმა პუტინს.

"თქვენი ეკონომიკა ირყევა. ჩვენ ვაპირებთ თქვენი საომარი მანქანის ჩახშობას. მივმართავ ჩინეთს და ინდოეთს - სჯობს, სხვაგან შეიძინოთ ნავთობი და გაზი. მივმართავ ამერიკელ ხალხს, მადლობას გიხდით უკრაინის გვერდით დგომისთვის და იმის აღიარებისთვის, რომ უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ეს მხოლოდ მათი თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ არის - ეს ჩვენია. თუ პუტინს არ შეაჩერებენ, ის წავა პოლონეთის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის წინააღმდეგ, ამერიკას იქ ეყოლება გოგო-ბიჭები რომლებიც ნატო-ს წინაშე ჩვენი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად იბრძოლებენ. დამშვიდება სტრატეგია არ არის. ეს კანონპროექტი ხარჯების დაწესებას და იმის უზრუნველყოფას ეხება, რომ ამერიკის სტრატეგიული ინტერესები დაცული იყოს [Euroscope]“ - განაცხადა სებატორ რიჩარდ ბლუმენტალიმ.