ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა, კანადის მაგალითს მიჰყვნენ ევროკავშირის ასოცირებული წევრობის გზაზე | ევროპარლამენტის პრეზიდენტი
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Euronews-ს განუცხადა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა, კანადის მაგალითს მიჰყვნენ და ევროკავშირის „ასოცირებული წევრები“ გახდნენ, რადგან თანამოაზრე ერები უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობენ.
"ავსტრალია და ახალი ზელანდია, შესაძლოა, კანადის მაგალითს მიჰყვნენ ევროკავშირის ასოცირებული წევრობის გზაზე... არსებობს ქვეყნები, რომლებთანაც ურთიერთობების გაღრმავება გვსურს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს სია გაფართოვდება და სხვებიც მოგვადგებიან კარზე... გაურკვევლობით აღსავსე ასეთ დროში მეგობრების ყოლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს" - განუცხადა რობერტა მეცოლამ.
კანადა განიხილავს, შეიძლება თუ არა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს. The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ, თავის მხრივ, EU-ც თანახმაა, რომ კანადისთვის ასოცირებული წევრობის სტატუსი შექმნას.