დასავლელები ღიად და უცერემონიოდ ცდილობენ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევას | შოიგუ
"დასავლელები ღიად და უცერემონიოდ ცდილობენ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევას. სამხრეთ კავკასიაში ამას ვხედავთ არა მხოლოდ სომხეთში, არამედ საქართველოშიც... სახელმწიფოებს შორის გადაუჭრელი უთანხმოებები არ არსებობს, ხოლო როდესაც უთანხმოება წარმოიქმნება, მაშინვე უნდა შეფასდეს, თუ ვისთვის არის ხელსაყრელი მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების დაპირისპირება. როგორც წესი, ამის უკან დგანან დასავლელები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეინარჩუნონ კონტროლი ეკონომიკის მომგებიან სექტორებზე, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ დერეფნებსა და რესურსებზე" - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ სამეცნიერო-ექსპერტთა საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე.
რუსული მედია წერს, ამ კონტექსტში სერგეი შოიგუმ შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მოიხსენია, რომელმაც, შოიგუს თქმით, „ნათლად და გონივრულად“ განაცხადა, რომ „შესაძლოა რუსეთთან ესკალაცია გერმანიის ან ლიეტუვის ინტერესებში შედის, მაგრამ არა საქართველოს“.