უცხოეთი

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო - საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაზე გაიხსნა

18 სექტემბერი, 2026 - 00:28

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო - საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაზე ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. რუსული მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ "რთულად მისადგომ და დაშორებულ დასახლებებსა და რეგიონებში, ასევე ფრონტზე მყოფი სამხედროებისთვის, ვადამდელი ხმის მიცემა აგვისტოს ბოლოდან მიმდინარეობდა. როგორც რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TACC წერს, კამჩატკის მხარის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, იქ ხმა უკვე მისცა 11,5 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა: 5 097 ადამიანმა ზღვაში და 6,5 ათასამდე ამომრჩეველმა ხმელეთზე. ჩუკოტკაზე კი ხმა 4 054-მა ამომრჩეველმა მისცა - მედიის ცნობით, ისინი ძირითადად გეოლოგები, მეტეოროლოგები, ირმის მწყემსები, სამხედროები და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის თანამშრომლები არიან