პოლიტიკა

საჭიროა კიდევ ერთი გვირაბი რუსეთთან, კიდევ, კიდევ და კიდევ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს სრულიად შესაძლებელია | კამბოლოვი

18 სექტემბერი, 2026 - 10:43

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის აუცილებელია კიდევ რამდენიმე მარშრუტის მშენებლობა, რომლებიც პირდაპირ დააკავშირებდა ერთმანეთთან ორივე მხარეს | ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მარატ კამბოლოვმა Вести-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"საჭიროა კიდევ ერთი გვირაბი რუსეთთან, კიდევ, კიდევ და კიდევ. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ეს სრულიად შესაძლებელია“ | ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

A-164 ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც როკის გვირაბზე გადის და რუსეთს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. ზვავების, ქვათაცვენისა და უამინდის გამო, ეს მარშრუტი პერიოდულად იკეტება.