უცხოეთი

შესაძლო მობილიზაციაზე ნერვიულობენ არა მხოლოდ რიგითი რუსები - კრემლისა და სამხედრო კომისარიატების ჩინოვნიკები საზღვარგარეთ ანგარიშებს ხსნიან და ახლობლებს რუსეთის დატოვებას ურჩევენ | Bloomberg

18 სექტემბერი, 2026 - 15:59
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პუტინმა, შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ახალი მასობრივი მობილიზაცია გამოაცხადოს, რაზეც მხოლოდ რიგითი რუსები არ ნერვიულობენ... კრემლისა და სამხედრო კომისარიატების ჩინოვნიკები ბოლო თვეებში საზღვარგარეთ ანგარიშებს ხსნიდნენ, ქვეყნიდან აქტივების გატანას ცდილობდნენ და მეგობრებსა თუ ნათესავებს რუსეთის ფედერაციის დატოვებას ურჩევდნენ | ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
 
ამავე სტატიის მიხედვით, ევროპული უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, კრემლი წლის ბოლომდე დამატებით 300 000 ადამიანის მობილიზებას გეგმავს, პროცესის ეფექტიანობისთვის კი ციფრული ინფრასტრუქტურა უკვე მოამზადა. კერძოდ, ელექტრონული უწყება ჩაბარებულად ითვლება პორტალზე გამოქვეყნებიდან შვიდი დღის შემდეგ, რის შემდეგაც ავტომატურად შეიძლება ამოქმედდეს ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა და რიგ სახელმწიფო სერვისებზე წვდომის აკრძალვა. რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები უკვე დაიწყო და ის 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.