პოლიტიკა ციტატა

ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება | კობახიძე

18 სექტემბერი, 2026 - 16:05
"ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი. თავის დროზე, აქ იყო სკოლა, ისტორიული სკოლა და შენობა, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით და აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში - იმ ადგილას, სადაც დაინგრა სკოლა, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველ რიგში ბავშვებისთვის, განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერით გავაგრძელებთ მუშაობას"... | თქვა კობახიძემ ბათუმში სკოლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მოგვიანებით, მან ამავე თემაზე მედიასთანაც ისაუბრა:
 
"ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ჯერ კიდევ ბევრი სკოლის აშენება და რეაბილიტაცია არის საჭირო. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს დაახლოებით 2 100 სკოლა, საიდანაც ბევრი არის არასათანადო მდგომარეობაში და შემდგომი წლების განმავლობაში, საბოლოოდ დასრულდება ყველა სკოლის მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ ყველა მოსწავლისთვის ქვეყნის მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი თანამედროვე ტიპის სივრცე.
ჩვენ გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. იმისათვის, რომ ვითარება გამოგვესწორებინა, მათ შორის, ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. იყო შესაბამისი სსიპ-ი, რომელიც გავაუქმეთ და ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად, მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას" | თქვა კობახიძემ