უკრაინაში სამგზავრო მატარებელზე განხორციელებული დარტყმა აჩვენებს, თუ რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა პუტინი | მარკ რუტე
"უკრაინაში სამგზავრო მატარებელზე განხორციელებული დარტყმა აჩვენებს, თუ რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა პუტინი" | განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.
რუტეს თქმით, პუტინი ცდება, რადგან ალიანსის პასუხია უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რათა მას ჰქონდეს თავის დასაცავად საჭირო რესურსები.
"ამასთან, ნატო-ს კოლექტიური თავდაცვისადმი ჩვენი ვალდებულება ურყევია. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული გოჯის დასაცავად“ | აღნიშნა მარკ რუტემ.