სიღნაღში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა | ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ არსებული ინფორმაციით, “ფორდის” სატვირთო ავტომობილზე ტვირთს ათავსებდნენ, რა დროსაც მას მერსედესის მარკის სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მათივე ცნობით, შეჯახების შედეგად „ფორდში“ მყოფი მგზავრებიდან ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით, 112-ის ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. გამოცემა წერს, რომ გარდაცვლილთაგან ერთი 50 წლამდე კაცია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.