უცხოეთი ციტატა

ნატო ფართოვდება, იზრდება და უკვე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც შედის... ისინი აგრძელებენ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას | პუტინი

18 სექტემბერი, 2026 - 23:17
ნატო ფართოვდება, იზრდება და უკვე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც შედის... ისინი აგრძელებენ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო-სამრეწველო კომისიის სხდომაზე განაცხადა. 
 
"ნატო ფართოვდება, იზრდება და უკვე მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც შედის. ზოგიერთი ევროპული ლიდერი ღიად აცხადებს იმის შესახებ, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადება. ჩემი აზრით, ისინი უბრალოდ ცდილობენ გადაარჩინონ თავიანთი დავარდნილი რეიტინგები, რითაც ფარავენ შეცდომებს ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში. თუმცა ეს დიდად არ გამოდის და არ ეხმარება. იმის ნაცვლად, რომ გაჩერდნენ და მოუსმინონ საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნებზე მკაფიოდ აჩვენებენ, რომ რუსეთთან არანაირი ომი არ სურთ, მიუხედავად ამისა, ეს ლიდერები აგრძელებენ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას და ამ სიტუაციის გასაბერად უკრაინაში შექმნილ ვითარებას იყენებენ, თვითონ უკრაინელებს კი ზარბაზნის ხორცად იყენებენ" - განაცხადა პუტინმა.