უცხოეთი ციტატა

ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ სერბეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე რუსეთთან | ზელენსკი

19 სექტემბერი, 2026 - 00:20
"ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ სერბეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე რუსეთთან. ეს სერიოზული სამუშაოა. რა თქმა უნდა, ეს არის სერბი ხალხის არჩევანი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორები, რათა ვაჩვენოთ რეალური, კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობები“ | განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
 
როგორც მედია იტყობინება, კარპატების სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განიხილეს უკრაინისა და სერბეთის ევროინტეგრაცია, რუსული დარტყმების გამო შექმნილი ვითარება და ბელგრადში ზელენსკის ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებები.