ეს კანონი მკაფიო სიგნალს აგზავნის: აგრესორი გადაიხდის მაღალ ფასს | სიბიგა „ლინდსი გრემის კანონპროექტის" ხელმოწერაზე
„ნამდვილად ისტორიული დღეა. კრემლის გათვლები კვლავ კრახს განიცდის. რუსეთზე ზეწოლა მხოლოდ გაძლიერდება, ხოლო პუტინის იმედები, რომ უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერას შეასუსტებს, არ გამართლდება.
პრეზიდენტ ტრამპის მიერ „ლინდსი გრემის კანონპროექტის" ხელმოწერა გააძლიერებს ზეწოლას რუსეთსა და მათზე, ვინც ხელს უწყობს მის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეს კიდევ უფრო მეტად მოახდენს აგრესორის იზოლაციას და შეამცირებს იმ რესურსებს, რომლებიც კვებავს მის ომს.
კონგრესის ორივე პალატაში აბსოლუტური ორპარტიული უმრავლესობით მიღებული ეს კანონი მკაფიო სიგნალს აგზავნის: აგრესორი გადაიხდის მაღალ ფასს.
აშშ-ის ლიდერობა მსოფლიოს მკაფიო სიგნალს უგზავნის: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაძლიერდეს. ველოდებით შემდგომ გადამწყვეტ ნაბიჯებს ჩვენი პარტნიორებისგან ევროკავშირში და G7-ის სხვა ქვეყნებიდან. საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე კარგად კოორდინირებული უნდა იყოს, რათა აიძულოს მოსკოვი, შეაჩეროს ომი. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ შედეგის მისაღწევად მუშაობდა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტს" ხელი მოაწერა.
კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. თავად რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ივლისში, 71 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა