პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარატ კამბოლოვი 88%-ით ლიდერობს

19 სექტემბერი, 2026 - 11:07

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარატ კამბოლოვი 88%-ით ლიდერობს | ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მეორე ადგილზე მურატ ვალიევია (4.3%), მესამეზე - კაზბეკ კოდოევი (1.1%), ბოლო ადგილს კი ზურაბ კოკოევი (1.0%) იკავებს. ე.წ. ცესკოს განცხადებითვე, „არჩევნებზე“ აქტივობა 73.2% იყო. ცნობილია, რომ კამბოლოვმა მოსახლეობას უკვე მიმართა და განაცხადა, რომ „წინ ბევრი სამუშაოა“