პირდაპირი სამხედრო შეკავების ენით უნდა ვუპასუხოთ ისეთ რუსოფობიურ საზიზღრობებს, როგორიცაა მკვდარი ტერორისტის, გრემის კანონი | მედვედევი
"არ ვწყვეტ გაოცებას ევროპელი კოჭლი მახინჯების თავხედობით. აი, ხომ დააწესეს ტოტალური სანქციები ჩვენი ბიზნესის წინააღმდეგ, დაარტყეს რუსეთის მილიონობით მოქალაქის ინტერესებს (დაბლოკეს იგივე საკრედიტო ბარათები) და აკრძალეს კულტურული კავშირებიც კი ჩვენს ქვეყანასთან. აწარმოებენ პირდაპირ ომს რუსეთთან და ჩვენს მოწინააღმდეგეს ამარაგებენ ყველაფრით, რაც კი შესაძლებელია - რაკეტებითა და სადაზვერვო მონაცემებით დაწყებული, ბანდერული ხელისუფლების შესანახად პირდაპირი დაფინანსებით დამთავრებული.
ამ დროს კი, თურმე მათი კომპანიები ხელშეუხებელი წმინდა ძროხები ყოფილან. ნუ შეეხებით „ნესტლეს“, „აშანს“ და სხვა კომპანიებს, რომლებსაც ჩვენთან სოლიდური შემოსავალი მოჰქონდათ. პრეზიდენტის ბრძანებულებით დროებითი მართვის დაწესებამაც კი ევროპულ მთავრობებში პანიკის ტალღა გამოიწვია. აუ, საცოდავებო, რაზე ლაპარაკობთ?
წესით, უცხოური აქტივების დროებითი მართვის პოლიტიკაზე შორს უნდა წავიდეთ. ღირს საბჭოთა ხელისუფლების პირველი დეკრეტების გახსენება, რომელთა საფუძველზეც უცხოური ქარხნები და ფაბრიკები იძულებით და უსასყიდლოდ ჩამოერთვათ და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. და არავის არაფერი არავისთვის არ დაუბრუნებია. როგორც ასი წლის წინ, ეს ევრონაგავი დღესაც მხოლოდ უხეშ ძალას ცნობს.
P. S. სხვათა შორის, ოკეანის გაღმაც მხოლოდ პირდაპირი სამხედრო შეკავების ენა ესმით - სწორედ ამ ენით უნდა ვუპასუხოთ ისეთ რუსოფობიურ საზიზღრობებს, როგორიცაა მკვდარი ტერორისტის, გრემის კანონი" | წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მედვედევი Telegram-ის საკუთარ არხზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტს" ხელი დღეს მოაწერა