უცხოეთი

უკრაინულმა დრონებმა 1 იანვრიდან 19 სექტემბრამდე პერიოდში რუსეთის 300 ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი გაანადგურეს | ბროვდი

19 სექტემბერი, 2026 - 15:22

უკრაინულმა დრონებმა წელიწადზე ნაკლებ დროში - 2026 წლის 1 იანვრიდან 19 სექტემბრამდე - რუსეთის 300 ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი გაანადგურეს. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფის, „მადიარის ჩიტების“ მეთაურის, რობერტ მადიარ ბროვდის ინფორმაციით, ოპერაცია ППОпад-2026-ის დაწყებიდან 261 დღის განმავლობაში, მე-300 სამიზნე უახლესი რუსული საზენიტო სისტემა БУК-М3 - ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განადგურდა მისივე ცნობით, მიმდინარე წელს, უკრაინულმა დრონებმა ვიდეოდასტურით მწყობრიდან გამოიყვანეს მტრის 162 საზენიტო სისტემა, 124 რადიოლოკაციური სადგური და 14 რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი, რომელთა ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ როსტოვის, ბელგოროდისა და კრასნოდარის ოლქებში განადგურდა.