კრიმინალი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ქალი ემსხვერპლა

31 აგვისტო, 2026 - 22:32

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ქალი ემსხვერპლა | ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Info Imereti ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.