უცხოეთი

დანია უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს

20 სექტემბერი, 2026 - 00:44

დანია უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს | ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ დახმარება განკუთვნილია კრიტიკული შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევგენი ხმარამ მადლობა გადაუხადა დანიის მთავრობასა და პარლამენტს პრინციპული პოზიციისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით უკრაინის მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმებისა და პროვოკაციების ფონზე.