უკრაინამ კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინამ კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა | ინფორმაციას Telegram არხები ავრცელებენ და წერენ, რომ ადგილზე ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანებაა. მათივე ცნობით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კაპოტნიას რაიონში, რის გამოც მას არაოფიციალურად „კაპოტნიას ქარხანასაც“ უწოდებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის უზრუნველყოფს მოსკოვის ბენზინის მოთხოვნის დაახლოებით 40%-ს და დიზელის მოთხოვნის 50%-ს. ასევე, საავიაციო ნავთით ამარაგებს მოსკოვის აეროპორტებს. ქარხანა ყოველწლიურად 11-12 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.