პოლიტიკა

ეს დიდებული დღესასწაული განასახიერებს თქვენი ქვეყნის ხალხის მამაცობასა, რომელმაც მძიმე ბრძოლაში დაიცვა თავისი კანონიერი უფლება |პუტინი კამბოლოვს "რესპუბლიკის დღეს" ულოცავს

20 სექტემბერი, 2026 - 11:52

„მიიღეთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მოლოცვა რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ეს დიდებული დღესასწაული განასახიერებს თქვენი ქვეყნის ხალხის მამაცობასა და სიმტკიცეს, რომელმაც მძიმე ბრძოლაში დაიცვა თავისი კანონიერი უფლება თავისუფალ, მშვიდობიან ცხოვრებაზე | ნათქვამია პუტინის წერილში, რომლითაც ის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. “პრეზიდენტს” მარატ კამბოლოვს “რესპუბლიკის დღეს” ულოცავს.

"რუსეთ-ცხინვალის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით" | წერს პუტინი და აცხადებს, რომ "რუსეთი მომავალშიც ყოველმხრივ დაეხმარება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასა და ხალხს სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანების გადაჭრაში."

ეს უკვე მეორე წერილია, რომელიც კამბოლოვმა პუტინისგან ბოლო ორ დღეში მიიღო. გუშინ, 19 სექტემბერს, კრემლმა მას ე.წ. არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა.