ვერც ერთი პროვოკაცია, ფარული ოპერაცია თუ დესტაბილიზაციის მცდელობა ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ საფრანგეთმა რუსეთს უკრაინაში ომის მიზნების მიღწევაში ხელი შეუწყოს | ბარდელა და ლე პენი
"ვერც ერთი პროვოკაცია, ფარული ოპერაცია თუ დესტაბილიზაციის მცდელობა ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ საფრანგეთმა რუსეთს უკრაინაში ომის მიზნების მიღწევაში ხელი შეუწყოს" | ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, ეროვნული გაერთიანების ლიდერების ბარდელასა და ლე პენის ერთობლივ განცხადებაში.
"ჩვენ არასდროს შევეგუებით უცხო ძალის, ამ შემთხვევაში, რუსეთის მცდელობას, პირდაპირ ან ირიბად, დაშინების, მუქარის, დესტაბილიზაციისა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა განსაზღვროს... ვერც ერთი პროვოკაცია, ფარული ოპერაცია თუ დესტაბილიზაციის მცდელობა ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ საფრანგეთმა რუსეთს უკრაინაში ომის მიზნების მიღწევაში ხელი შეუწყოს" | ნათქვამია განცხადებაში.
მათ ასევე გააკრიტიკეს რუსეთის გადაწყვეტილება, დაეუფლოს ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე კომპანიის აქტივებს, მათ შორის ფრანგული საცალო ვაჭრობის კომპანია Auchan-ისა და შვეიცარიულ კომპანია Nestle-ს აქტივებს. ლიდერების თქმით: "ეს საფრანგეთისა და ევროპის ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებაა“.