მოსალოდნელი ესკალაციის ფონზე ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საელჩოებმა ამერიკელებისთვის საგანგებო გაფრთხილებები გაავრცელეს
ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით აშშ-ის საელჩოებმა კოორდინირებულად გაავრცელეს გაფრთხილებები, რომლითაც ამერიკის მოქალაქეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებენ. დიპლომატიური მისიები აცხადებენ, რომ რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე ვითარება კვლავ რთულია და არსებობს მოულოდნელი ესკალაციის საფრთხე.
საგანგებო გზავნილები მოქალაქეებს ავიარეისების გაუქმების, საჰაერო სივრცეების ჩაკეტვისა და მგზავრობისას სხვა ფართომასშტაბიანი შეფერხებების მოსალოდნელობაზე აფრთხილებს. გამაფრთხილებელ დოკუმენტში ხაზგასმულია ჰუთების ძალებსა და საუდის არაბეთს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები, მათ შორის თავდასხმები სამოქალაქო აეროპორტებზე.
უსაფრთხოების მიმდინარე გაიდლაინები კონკრეტული ქვეყნების მიხედვით ასეთია:
• ირანი - არ იმოგზაუროთ; დატოვეთ ქვეყანა სასწრაფოდ
• ერაყი - არ იმოგზაუროთ
• ლიბანი - არ იმოგზაუროთ
• სირია - არ იმოგზაუროთ
• იემენი - არ იმოგზაუროთ
• ღაზის სექტორი - არ იმოგზაუროთ
• საუდის არაბეთი - გადახედეთ მგზავრობას
• ბაჰრეინი - გაცემულია უსაფრთხოების გაფრთხილება
•ომანი - გაცემულია უსაფრთხოების გაფრთხილება
• კატარი - გაცემულია უსაფრთხოების გაფრთხილება
• ქუვეითი - გაცემულია უსაფრთხოების გაფრთხილება
• იორდანია - გაცემულია უსაფრთხოების გაფრთხილება