საზოგადოება

კაცს, რომელმაც პოლიციის მხრიდან ძალადობის კადრები გაავრცელა - 17 წელი მიუსაჯეს | დეკანოიძე

20 სექტემბერი, 2026 - 20:44
"კაცს, რომელმაც პოლიციის მხრიდან ძალადობის კადრები გაავრცელა - 17 წელი მიუსაჯეს.
გამოძიება იყო ზედაპირული, კანონის შესაბამისად, პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ მაღალჩინოსნებს, არავის გაუცია პასუხი სად ვრცელდებოდა ეს კადრები, რატომ ვრცელდებოდა და ვისთვის იყო განკუთვნილი.
17 წელი მიუსაჯეს მამხილებელს..." | წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში
 
32 წლის IT-სპეციალისტმა, გიორგი კვიცარიძემ ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის კადრები მოიპოვა. ამის შემდეგ კი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის განცხადებით, მას ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო. პოლიციის განყოფილებაში ძალადობაზე კი შსს-მ განაცხადა, რომ ფაქტი 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში მოხდა და მასში ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. უწყების ინფორმაციითვე, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს. კვიცარიძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის განცხადებით, მას ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო