"გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს სხვადასხვა დონეზე გვექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე. ასევე, შესაძლებლობა გვექნება, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, შესაძლებლობა, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრა“ | ამბობს ბოჭორიშვილი
კობახიძე 24 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოვა