"როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახან დააკავეს საფრანგეთში" | ადვოკატი
"როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახან დააკავეს საფრანგეთში…", - წერს მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
დავით მიქაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მასზე ძებნა ინტერპოლით იყო გამოცხადებული.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 2025 წლის 14 მარტს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ქართველი „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობა ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მეგობართან ერთად დაგეგმეს.