პოლიტიკა

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

21 სექტემბერი, 2026 - 00:07

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს, რომ ბოლო რეისები ირანულმა ავიაკომპანიებმა 20 სექტემბერს შეასრულეს, დღეიდან კი მათი საქმიანობა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შეზღუდული იქნება.

აშშ-მა ირანული კომპანიები 2026 წლის 8 სექტემბერს დაასანქცირა. სანქციების გამოცხადების შემდეგ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ "საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" იმოქმედებენ. ამ განცხადებას საქართველოში ირანის ელჩი გამოეხმაურა და აქცენტი ირანელი ტურისტების საქართველოში ვიზიტებსა და ალტერნატიული ტურისტული ლოკაციების არსებობაზე გააკეთა.