წინასწარი მონაცემებით, ბერლინში ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში "მემარცხენე პარტია" ლიდერობს, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში კი ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის"
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიაში, მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD], გაიმარჯვა. AfD-მ ხმების 38,2% მიიღო.
საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" [SPD] კი, რომელსაც მხარის პრემიერმინისტრი მანუელა შვეზიგი ხელმძღვანელობს, ხმების 35.5% მოიპოვა.
პარლამენტში კიდევ ორი პარტია შევა - სოციალისტური "მემარცხენე პარტია", რომელმაც ხმების 6.5% მიიღო და "მწვანეთა პარტია", ხმების 5.7%-ით.
"კანცლერ ფრიდრიხ მერცის "ქრისტიან-დემკრატიულმა კავშირმა" [CDU] კატასტროფული მარცხი განიცადა და პარლამენტში ადგილის მოპოვება ვერ შეძლო, რადგან არჩევნებში ხმების მხოლოდ 4.9% მიიღო" | წერს Deutsche Welle.
საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბერლინში "მემარცხენე პარტიამ" ხმების 25.3% მიიღო, "ქრისტიან-დემკრატიულმა კავშირმა" - 19%, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - 16%, "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" კი 12.1%.