უცხოეთი

იტალიის სკოლებში ბურქასა და ნიქაბის ტარების აკრალვა და უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვა იგეგმება

21 სექტემბერი, 2026 - 09:39
იტალია სკოლებში სახის დაფარვის აკრძალვასა და თითოეულ კლასში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის ზედა ზღვრის დაწესებას გეგმავს | ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ კვირას პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, როდესაც მან თავისი პარტიის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ღონისძიებაზე მემარჯვენე პოლიტიკურ პოზიციებს გაუსვა ხაზი.
 
„მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მალე წარედგინება ინიციატივა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე დაადგენს თითო კლასში უცხოელი მოსწავლეების მაქსიმალურ რაოდენობას. ის ასევე ავალდებულებს იმ უცხოელი მოსწავლეების მშობლებს, რომლებსაც სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის სერიოზული პრობლემები აქვს, ისწავლონ იტალიური ენა, ხოლო სკოლებში კრძალავს ბურქასა და ნიქაბს“ - განაცხადა მელონიმ თავისი პარტიის, „იტალიის ძმების“ ახალგაზრდული ფრთის ყოველწლიურ ყრილობაზე.
 
„თუ კლასში მხოლოდ ერთი ბავშვია, რომელსაც იტალიური არ ესმის, ის სავარაუდოდ შეძლებს ენის სწავლას და სწრაფად ინტეგრირებას თანაკლასელებისა და მასწავლებლების დახმარებით. თუმცა, თუ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ენა არ ესმით, დიდია ან უმრავლესობასაც კი შეადგენს, ეს უკვე აღარაა ინტეგრაცია - ეს უგულებელყოფაა“ - დასძინა მან.