პოლიტიკა
ციტატა გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ყველა ვართ. წნეხი იყო სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ სიმპათია გამოეხატათ იმ ძალების მიმართ, რომლებიც საქართველოს მტრობდნენ | პაპუაშვილი
21 სექტემბერი, 2026 - 11:33
"გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ყველა ვართ. რომ იყო წნეხი მაშინ ყველაზე, მათ შორის, სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად მაშინ უნდა გამოხმაურებოდა, დამდგარიყო, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომლებიც საქართველოს მტრობდნენ. რამე სიახლე ითქვა, რომ წნეხი იყო? არ ვხედავდით მაშინ რა შევარდნები იყო ფეისბუქ, თუ სხვა სოცმედიის გვერდებზე და იძულება, რომ აბა დადე პოსტი, აბა ეს თქვი, თუ ის თქვი. ამ ადამიანამაც ახლა ეს თქვა, რომ იყო წნეხი" | ამბობს პაპუაშვილი ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის განცხადებების კომენტირებისას.
19 სექტემბერს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა Geo Team-თან ინტერვიუში განაცხადა: "ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, "ჩვენი გზა არის ევროპაში" - მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენ ეკონომიკას?"