მთავარის ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს
მთავარის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 70 წლამდე ასაკის კაცი, მეზობელზე, 14 წლამდე ასაკის გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა. კაცი ტაქსის მძღოლია.
"არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ეს მამაკაცი არის ტაქსის მძღოლი და ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე, ეს მამკაცი არის მეზობელი ამ ბავშვის. მას შემდეგ რაც მონადირებ აღნიშნული ნახა, მანქანით გამოედევნა და მოადგა ამ კაცს ბირჟაზე, სადაც სახალხოდ თქვა ფაქტი. მამაკაცმა სავარაუდოდ უარყო და გაიქცა. შემდეგ ხალხმა თქვა რომ ხედავდნენ როგორ ელოდებოდა მამაკაცი ამ ბავშვს სოფლის კალონკაზე და მიყავდა. " | ამბობს მთავართან წყარო.
მთავარს შსს-ში ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული კაცი დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 137-ე [გაუპატიურება] და სსკ-ის 138-ე [სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ] მუხლებით მიმდინარეობს