პოლიტიკა
ციტატა ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე | პაპუაშვილი
21 სექტემბერი, 2026 - 12:10
"არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს და ამ მოსინჯვებს შეეშვას. ის, რომ გვარამია იმეორებს ამ კამპანიის გზავნილს, რაც, საბოლოო ჯამში, გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, ამ კამპანიას არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველ ხალხში ფეხი მოიჭიროს. ყველას ვეტყვი, ვინც უკვეთავს ამ კამპანიას, რომ შეეშვან ამგვარ მცდელობებს" - ამბობს პაპუაშვილი.