კადიროვმა საკუთარი საარჩევნო რეკორდი გააუმჯობესა და ხმების 99.85% მიიღო
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ბიულეტენების 100%-ის დამუშავების შემდეგ , რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის მეთაურის არჩევნებში ხმების 99.85% მიიღო.
კადიროვმა, რომელიც პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრია, საკუთარი საარჩევნო რეკორდი გააუმჯობესა და მეხუთე ვადით გახდა რეგიონის ლიდერი.
კადიროვს 2 ოპონენტი ჰყავდა - "სამართლიანი რუსეთის" კანდიდატმა ისმაილ დენილხანოვმა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ხალიდ ნაკაევმა ხმების 0,05-0,05% მიიღეს. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკას 2007 წლიდან მართავს. 2016 წლის არჩევნებზე მან ხმების 94.8% მიიღო, 2021 წელს კი 99.7%.