უცხოეთი

თეთრ სახლში დაშვების აკრძალვის გამო CNN, MS NOW და Politico ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან

21 სექტემბერი, 2026 - 17:01
აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
 
დავის მთავარი მიზეზი თეთრ სახლში ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვა გახდა. მედიაკომპანიები მიიჩნევენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც პრესის თავისუფლებას იცავს და ხელს უშლის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას.
 
აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ CNN-ს, MSNBC-სა და Politico-ს, "ყალბი ამბების გავრცელების" გამო, თეთრ სახლში შესვლას უკრძალავს.