საზოგადოება

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დაადეპორტეს

21 სექტემბერი, 2026 - 21:23

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დაადეპორტეს. ამის შესახებ განცხადებას ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცია და 7 ქალი, ასევე ერთი ოჯახი 3 ბავშვით. ირლანდიის პოლიციაში განაცხადეს, რომ დეპორტირებულთაგან 4 კაცი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იყო გასამართლებული. მათივე ცნობით, დუბლინის აეროპორტიდან თბილისში ფრენა 20 სექტემბერს განხორციელდა.