ესპანეთში საცხოვრებელ სახლში "წამების ოთახი" აღმოაჩინეს - დააკავეს საქართველოს 7 მოქალაქე
ესპანეთში ქალაქ ესტეპონაში საცხოვრებელ სახლში "წამების ოთახი" აღმოაჩინეს - დააკავეს საქართველოს 7 მოქალაქე, მოგვიანებით 2 გაათავისუფლეს, რადგან მათ წამების კვალი ეტყობოდათ. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.
ადგილობრივი მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ განგაში მაროკოული წარმოშობის კაცის ცოლმა ატეხა, რომელმაც ის გააფრთხილა, რომ სამუშაოსთან დაკავშირებით ერთ-ერთ სახლში მიდიოდა და თუ აღარ გამოჩნდებოდა, პოლიციისთვის შეეტყობინებინა. გამოცემა El Español-ის ცნობით, ქალმა 40 წუთზე მეტი ლოდინის შემდეგ პოლიციაში დარეკა: "მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებს სახლიდან არავინ გამოეხმაურა, პოლიცია ღობეზე გადაძვრა, რა დროსაც სახლიდან დაზიანებული სხეულით კაცი გამოვიდა". ამის შემდეგ, გამოცემის ცნობითვე, პოლიცია სახლში შევიდა და აღნიშნული ოთახი აღმოაჩინა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ორი AK-47 ტიპის ავტომატი, ასევე პისტოლეტები.