23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება
"23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება" - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა CNBC-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, აეროპორტებს, საწვავის მიმწოდებლებსა და ბილეთების გამყიდველ კომპანიებს, რომლებიც ირანულ ავიაგადამზიდავებს მოემსახურებიან, შესაძლოა აშშ-ის სანქციები დაუწესდეთ.
„გეტყვით, რომ ირანზე უპრეცედენტო ზეწოლას ვახორციელებთ. სახაზინო დეპარტამენტის სანქციების გამოყენების უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა 11 სექტემბრის შემდეგ. სწორედ მაშინ მოგვენიჭა იმ უფლებამოსილებების დიდი ნაწილი, რომლებსაც დღეს ვიყენებთ. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ხუთი ახალი უფლებამოსილება მივიღეთ და ისინი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ უკვე გამოვიყენეთ, მათ შორის ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, კრიპტოვალუტისა და ოქროს მიმართულებებით. 23 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ყველა ირანული ავიაკომპანიის საქმიანობა შეჩერდება. როგორ ვაპირებთ ამის გაკეთებას? თუ ისინი დაეშვებიან, მათ ვერ მიაწვდით საწვავს, ვერ გაუწევთ სადესანტო მომსახურებას და ვერ მიჰყიდით ბილეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დოლარის სისტემიდან გაგთიშავენ“, - განაცხადა ბესენტმა.