საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა
საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის 21 სექტემბერს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა | ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მოაწერეს
მათივე ცნობით, კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა