თუ არსებული პოლიტიკური კურსი შენარჩუნდება და ომი გაგრძელდება, რუსეთი საბოლოოდ წააგებს | ზიუგანოვი
რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ "თუ არსებული პოლიტიკური კურსი შენარჩუნდება და ომი გაგრძელდება, რუსეთი საბოლოოდ წააგებს."
სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე მან მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი და ისაუბრა რუსეთის ტექნოლოგიურ ჩამორჩენაზეც
„მსოფლიო წინ მიდის 3-4%-იანი ტემპით, მაშინ როცა ჩვენ 15 წელია 1%-ზე ვართ. ეს მიუღებელია. ჩვენ 20 წელია საკუთარი ტელეფონი არ შეგვიქმნია“ - თქვა ზიუგანოვმა
მან ასევე აღნიშნა, რომ ომის დროს რუსი ოლიგარქების რაოდენობა 105-დან 155-მდე გაიზარდა და მათმა ქონებამ 700 მილიარდ დოლარს მიაღწია.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, კომუნისტურმა პარტიამ დუმის არჩევნებში ხმების დაახლოებით 14% მიიღო.