კრიმინალი

თბილისში ძმები ფეიქრიშვილები დააკავეს

22 სექტემბერი, 2026 - 12:02
თბილისში ძმები ფეიქრიშვილები დააკავეს | ინფორმაცია მთავარს ძმების ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ დაუდასტურა. მისივე ცნობით, ერთ-ერთ ძმას ძალადობას ედავებიან, მეორე ძმის ბრალი კი ამ დროისთვის უცნობია:
 
"გუშინ მოხდა დაკავება. პარალელურ რეჟიმში მოხდა ორივეს დაკავება - შესაბამისად, მე ერთ-ერთის დაკავებას ვესწრებოდი, თუმცა ორივეს ინტერესებს ვიცავ. ყოველ შემთხვევაში, მე ვის დაკავებასაც ვესწრებოდი იმას ძალადობას ედავებიან. რაც შეეხება მეორე ძმას, სამწუხაროდ, ამ დროისთვის არ მაქვს მასალები და არც ცნობილია ჩემთვის თუ რას ედავებიან. სპეცოპერაციით დააკავეს, თბილისში. გუშინ ღამის საათებში მოხდა დაკავება... არ ვიცი რას უკავშირდება, დაახლოებით 2 წლის წინანდელ ფაქტთან არის დაკავშირებული, ასე ზეპირად რაც გადმოგვცეს, საქმის მასალები ჯერ მარ აქვს" - ამბობს ადვოკატი "მთავართან"