"სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრი ჩვენ გვამსგავსებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ის ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ პრემიერმინისტრი იყო და მაშინ არ ვგავდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ვგავართ?! ეს არასწორი შეფასება და არასწორი მიდგომაა. ზოგადად, ეს სპეკულაციები უნდა დაასრულოს. ყოველ კვირას ერთი და იგივე შინაარსის წერილებს აქვეყნებს. გავიგეთ რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, სად არის და რა განცხადებებს აკეთებს. ჩვენგან ღალატი მის მიმართ არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე აღიარა ის ბრალი, რაც პროკურატურამ წარუდგინა.
არსებობს სასამართლო, მართლმსაჯულება და ადამიანების ბედი კაბინეტებში არ წყდება. რა თქმა უნდა, იტყუება ირაკლი ღარიბაშვილი. გადადგომის შემდეგ რომ ეგ განცხადება გაკეთებინა კიდევ შეიძლებოდა სარწმუნო ყოფილიყო, მაგრამ არ ფიქრობდა ასე, იმიტომ რომ ასე არ იყო. ამ ქვეყანაში მარტო ირაკლი ღარიბაშვილზე მოხდა მაშინ ზეწოლა?!,“ [IPN] | ამბობს ოცნების დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი.
ექსპრემიერმა ღარიბაშვილმა გუშინ, 21 სექტემბერს მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ მისი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი მისი პოლიტიკური განეიტრალება და რეპუტაციის განადგურებაა. "თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ"