უცხოეთი

აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად, ვიზა არ მისცა

22 სექტემბერი, 2026 - 13:09

აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ალიმოვს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა | ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ TASS-ს სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კირილ ლოგვინოვმა განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ არ ახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც გაეროს დელეგატებისთვის რუსეთის ყველა ვიზა სრულად დაკმაყოფილებულიყო. მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის ვიზაზე უარის თქმა, გაეროს ვალდებულებების სერიოზული დარღვევაა.