რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ყოფილი მერი უკრაინის ომში მოკვდა | ის ფრონტზე საპატიმროდან გაგზავნეს
რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის ყოფილი მერი და რეგიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კონსტანტინ პოლეჟაევი, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, ყოფილი მერის სიკვდილის შესახებ მისმა ახლო ნათესავებმა აცნობეს.
პოლეჟაევი ბელგოროდის მერი 2015-2019 წლებში იყო. ამის შემდეგ, იგი ბელგოროდის რეგიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების საკითხებში გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2024 წლის აგვისტოში სასამართლომ მას ქრთამის აღებისთვის, კერძოდ, 17 მილიონი რუბლის ღირებულების პრემიუმ კლასის ავტომობილებისთვის, 5 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის გამოცხადების შემდეგ, ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ მზად იყო „სიცოცხლე გაეწირა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა. მისი სისხლის სამართლის საქმე შეჩერდა და ის ფრონტზე გაგზავნეს.